კონტაქტი

მისამართი

ტელეფონის ნომერი

ელფოსტა

სოციალური ქსელები

კითხვა-პასუხი

ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს?

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ შემოქმედს, რომელიც ქმნის ნამუშევრებს ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით და სურს საკუთარი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.

რამდენი ნამუშევრის ატვირთვა შემიძლია?

შეგიძლიათ ატვირთოთ მაქსიმუმ 10 ფოტო. თითოეული ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5 MB-ს.

შეიძლება პორტფოლიოში PDF ან ვებგვერდის ბმული გავაზიარო?

დიახ, ორივე ვერსია მისაღებია.

როგორ გავიგებ, დამტკიცდა თუ არა ჩემი განაცხადი?

განაცხადების განხილვის შემდეგ, ადმინისტრაცია დაგიკავშირდებათ თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

რამდენ ხანში მივიღებ პასუხს?

პასუხს მიიღებთ განაცხადების მიღების დასრულებიდან 2–3 კვირის განმავლობაში

ჩემი პერსონალური მონაცემები უსაფრთხოდ იქნება?

დიახ, თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ ინახება (Google Sheets / Airtable) და გამოყენებული იქნება მხოლოდ საკონკურსო პროცესისთვის.

ჩემი ნამუშევრები შეიძლება სხვა ადამიანებმა ნახონ?

საწყის ეტაპზე ნამუშევრებს ნახავს მხოლოდ შესარჩევი კომისია. მათი გასაჯაროება ან გაყიდვა მოხდება მხოლოდ პროექტის ფარგლებში, წინასწარი შეთანხმებით.

რა უნდა გავაკეთო, თუ ტექნიკური პრობლემა მაქვს ფორმის შევსებისას?

გთხოვთ, მოგვწეროთ ელფოსტაზე: info@tyam.ge ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე.

Scroll to Top