• სპეციალისტების დისკუსია – დამწყები არტისტის მოგზაურობა ახალბედა ხელოვანიდან პროფესიონალამდე

    ეროვნული სასახლე რუსთაველის გამზირი 6, თბილისი

    მოგზაურობის დასაწყისი: ახალგაზრდა ხელოვანიდან პროფესიონალამდე - როგორ შეუძლიათ ახალგაზრდა მხატვრებს ინსტიტუციებსა და მუზეუმებთან თანამშრომლობა. გახსნის საუბარი, რომელიც დღის ტონს განსაზღვრავს — გამოცდილების, პერსპექტივისა და იმ აზროვნების გაზიარება, რომელიც საჭიროა პროფესიული გზის გასავლელად.

  • სპეციალისტების დისკუსია – როგორ მოვიზიდოთ გალერეები და დავამყაროთ ურთიერთობა გალერისტებთან

    ეროვნული სასახლე რუსთაველის გამზირი 6, თბილისი

    სესია აერთიანებს საერთაშორისო და ადგილობრივ გალერისტებს, კურატორებს და ხელოვნების სფეროს პროფესიონალებს, რომლებიც განიხილავენ მხატვრისა და გალერეის თანამშრომლობის დინამიკა. დისკუსია ფოკუსირდება იმაზე, თუ როგორ აღმოაჩენენ და არჩევენ გალერეები მხატვრებს. ღონისძიება ხაზს უსვამს გალერისტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. მონაწილეები ისწავლიან, როგორ ააგონ ნდობა, შეინარჩუნონ პროფესიული კომუნიკაცია და დააკმაყოფილონ ის მოლოდინები, რომლებიც გალერეებს აქვთ ხელოვნების თანამედროვე, კონკურენტულ სამყაროში.

  • სპეციალისტების დისკუსია – როგორ მოვემზადოთ არტ-ბაზრისათვის და ფესტივალებისთვის პროფესიულად თუ პიროვნულად

    ეროვნული სასახლე რუსთაველის გამზირი 6, თბილისი

    პროფესიული კუთხით, მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას ნამუშევრების ეფექტურად წარდგენის, შესაბამისი ფასების განსაზღვრის, ბაზარზე საკუთარი პოზიციონირების და კოლექციონერებთან თუ ინსტიტუციებთან კომუნიკაციის შესახებ. დისკუსია ხაზს უსვამს მოლოდინებსა და სტრატეგიებს, რომლებიც მხატვრებს ეხმარება კონკურენტულ გარემოში გამორჩეულად წარმოჩინებაში. არანაკლებ მნიშვნელოვანია სესიის ფსიქოლოგიური განზომილება. ფსიქოთერაპევტის ჩართულობით, მხატვრები გამოიკვლევენ სტრესის მართვის, თავდაჯერებულობის გაძლიერებისა და უარყოფასთან გამკლავების გზებს - გამოწვევებს, რომლებიც ხშირად თან ახლავს საჯარო პრეზენტაციასა და გაყიდვებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალ მხატვართა გამოცდილებას, რათა განიხილონ ის რეალობა, რომელიც მათ ხელოვნების სამყაროში ხვდებათ. პროფესიული ცოდნისა და ფსიქოლოგიური პერსპექტივების გაერთიანებით, ეს სესია მხატვრებს სთავაზობს ჰოლისტურ მიდგომას შემოქმედებითი განვითარების მიმართ, აძლევს ინსტრუმენტებს, რათა განვითარდნენ როგორც კარიერულად, ასევე პიროვნულად.

  • დასკვნითი დისკუსია – სპეციალისტების ინტერაქტიური საუბარი აუდიტორიასთან

    ეროვნული სასახლე რუსთაველის გამზირი 6, თბილისი

    წინა ღონისძიებებისგან განსხვავებით, დასკვნითი საუბარი ფოკუსირებულია გახსნილობასა და დიალოგზე. დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები, გააზიარონ იდეები და ჩაერთონ მნიშვნელოვან დისკუსიაში სპიკერებთან. მიდგომა პრაქტიკული და იმ გამოცდილებაზე დაფუძნებულია, რომელიც აერთიანებს პროფესიულ ხედვებს პირადი პერსპექტივებთან, მხატვრების მხარდასაჭერად მათი განვითარების კრიტიკულ ეტაპზე.