TYAM
TYAM – თბილისის ახალგაზრდული სახელოვნებო ბაზრობა, არის პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა და ახალბედა, ჯერ არაცნობადი არტისტების მხარდაჭერას მათი კარიერის საწყის და გარდამავალ ეტაპებზე.
პროექტი სტრუქტურირებულია ორ სექციად — 17–25 წლის არტისტები და 25+ უცნობი, ახალბედა არტისტები — და ქმნის სივრცეს, სადაც ახალ ხმებს შეუძლიათ საკუთარი ნამუშევრების წარდგენა, ხილვადობის გაზრდა და დაამყარონ პირდაპირი კავშირი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროფესიონალებთან და სახელოვნებო სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებთან.
TYAM არ არის მხოლოდ ღონისძიება— ეს არის ღია, დიალოგზე დაფუძნებული გარემო, სადაც არტისტები, კურატორები, გალერისტები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან, ურთიერთობენ და ქმნიან კავშირებს.
პროექტი ორიენტირებულია პრაქტიკულ ცოდნაზე და რეალურ გამოცდილებაზე — როგორ იმოძრაოს და იარსებოს არტისტმა ხელოვნების სფეროში, როგორ წარადგინოს საკუთარი ნამუშევრები, ითანამშრომლოს ინსტიტუციებთან, წარდგეს სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე თუ ბაზრობებზე და ზოგადად შექმნას საკუთარი მდგრადი პროფესიული გზა.
TYAM-ის მიზანია გახდეს გრძელვადიანი პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად გაიზრდება და ხელს შეუწყობს უფრო მდგრადი არტ-ეკოსისტემის განვითარებას.

TYAM-ის ხედვა
TYAM მოიაზრება როგორც გრძელვადიანი კულტურული პლატფორმა, რომელიც ეძღვნება ახალ, ახალგაზრდა და არარეპრეზენტირებული არტისტების განვითარებას.
ჩვენი ხედვაა:
- შექმნას რეალური შესაძლებლობები კარიერის საწყის ეტაპზე
- ააშენოს ხიდი ადგილობრივ და საერთაშორისო არტ-საზოგადოებებს შორის
- წაახალისოს ცოდნის გაზიარება და მენტორობა
- მხარი დაუჭიროს უფრო ხელმისაწვდომ და ინკლუზიურ არტ-ეკოსისტემას
- შეიტანოს წვლილი რეგიონის კულტურულ განვითარებაში
- TYAM ისწრაფვის გახდეს მდგრადი და განვითარებადი პლატფორმა.
საბჭო & მეგობრები
პოლ დუჟარდინი
ლიდია დისლუვერი
ნაზი ნაჟდადი
ჩვენი გუნდი
ნინო სურგულაძე
ლიზი ვაჩნაძე